სანდრო მამუკელაშვილი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ჯეილენ უილიამსი, დეაარონ ფოქსი
Aa
Aa

მამუმ 2 წუთში 5 ქულა ჩააგდო | სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ლიდერთან დამარცხდა

„სან ანტონიო სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანთან, „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ დამარცხდა. ვიქტორ ვემბანიამას გარეშე დარჩენილი „სპურსი“ დაცვაში ცუდად გამოიყურება და „ოქეისისთან“ 132:146 წააგო.

სანდრო მამუკელაშვილი თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. „მამუმ“ პარკეტზე 2 წუთი და 20 წამი გაატარა, მაგრამ 5 ქულის დაგროვება მოასწრო. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

„სპურსის“ რიგებში საუკეთესო სტეფონ კასლი იყო - 32 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი. დე’აარონ ფოქსს 20 ქულა ჰქონდა, ჯერემი სოხანს - 17. „ოკლაჰომას“ ჯეილენ უილიამსმა ულიდერა - 41 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი. შეი გილჯეს-ალექსანდერმა 31 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“ 25 მოგება და 34 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. ტექსასელები მორიგ შეხვედრას 5 მარტს გამართავენ და „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდებიან. „ოკლაჰომას“ რაც შეეხება, „ოქეისი“ 49 მოგებითა და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ ოსასუნასთან ქულები გაიყო - მამარდას ორი მოგერიება ჰქონდა
ვალენსიამ ოსასუნასთან ქულები გაიყო - მამარდას ორი მოგერიება ჰქონდა