გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო, იმანუელ ქუიკლი
Aa
Aa

ბითაძის სუსტი მატჩი და 1 ქულა | ორლანდომ ზედიზედ მესამე თამაში წააგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა. „კლივლენდ კავალიერსისა“ და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ შემდეგ, „ორლანდო“ „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 102:104 წააგო.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გოგამ პარკეტზე 16 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და მის ანგარიშზე 1 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. ბითაძემ 4-დან ყველა სროლა გააფუჭა, ერთადერთი ქულა კი საჯარიმო ხაზიდან აიღო. მის პასივში 1 დაკარგვა და სამი პერსონალური ჯარიმა იყო.

მატჩს რაც შეეხება, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, „მეჯიქი“ 92:104-ს აგებდა, მაგრამ ათქულიანი გაქცევა მოაწყო და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. „ორლანდოს“ ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ფრანც ვაგნერის ორქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

„მეჯიქის“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა სწორედ გერმანელმა კალათბურთელმა მიითვალა. პაოლო ბანკეროს 23 ქულა ჰქონდა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა კი 14 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. „ტორონტოს“ მხრიდან 24 ქულით იმანუელ ქუიკლი გამოირჩა. არ ჯეი ბარეტს 22 ქულა ჰქონდა, იაკობ პოელტლს - 16 ქულა, 11 მოხსნა.

ცნობისთვის, „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციას იკავებს და 29 მოგება და 33 წაგება აქვს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 5 მარტს გამართავს და ისევ „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე და არმანს ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა“ - მერაბ დვალიშვილი
„მე და არმანს ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა“ - მერაბ დვალიშვილი