მერაბ დვალიშვილი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„მე და არმანს ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა“ - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მანუკ ჰაკობიანთან ინტერვიუს დროს უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა გაიხსენა და არმან ცარუკიანის შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს „მანქანა“:

„ვიცოდი, რომ უმარს ვაჯობებდი და უპირატესობა მექნებოდა. ჩხუბით ვისიამოვნე და მინდა სომხეთიდან ჩემს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. ლოს-ანჯელესში, დარბაზში ბევრი სომეხი იყო და მათ მხარდაჭერას ვგრძნობდი“.

„იმ საღამოს ქართველებისა და სომხების ტრიუმფი უნდა ყოფილიყო. მე და არმანს უნდა მოგვეგო და მახაჩევთან ბრძოლის შემდეგ შალახო ერთად უნდა გვეცეკვა. მაგრამ მოულოდნელი რაღაც მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, სომეხი მებრძოლი შეხვერას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა.

ამავე ღონისძიებაზე, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მახაჩევის თანაგუნდელთან, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია მახაჩევს მხოლოდ ასე დაამარცხებს“ - UFC-ის ლეგენდის რჩევა თოფურიას
„ილია მახაჩევს მხოლოდ ასე დაამარცხებს“ - UFC-ის ლეგენდის რჩევა თოფურიას