საქართველოს ნაკრებმა მალაგას ევროპული თასი 9 მედლით დაასრულა
ესპანეთის ქალაქ მალაგაში, ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის გამართული ევროპული თასი საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ტურნირის დასკვნით დღეს, მედლები -81 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ ჭელიძემ (ოქრო), -90 კილოგრამში ირაკლი ქავთარაშვილმა (ბრინჯაო), ლუკა ქარელიშვილმა (ბრინჯაო), ლუკა თევდორაძემ (ვერცხლი), ლუკა ჯავახიშვილმა (ოქრო), -100 კილოგრამში გიორგი ბენდელიანმა (ვერცხლი), ნოდარ ალაფიშვილმა (ოქრო) და +100 კილოგრამში თამაზ ბიგანაშვილმა (ოქრო) მოიპოვეს.
გამოსარჩევია -90 კგ. წონითი კატეგორია, სადაც ნახევარფინალში ოთხივე ქართველი ძიუდოისტი იყო გასული, შესაბამისად, ოთხივე მედალი საქართველოში წამოვიდა. ასევე, ქართული ფინალი შედგა -100 კგ. წონით კატეგორიაში.
საქართველოს ნაკრებმა მედლების რაოდენობით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.