დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილი: „უცნაურია, ფინალი ესპანეთთან გველის“

დავით ნინიაშვილს რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინელებთან (43:5) მოგებულ საშინაო შეხვედრაში არც ლელოს დადებით და არც საჯარიმოებისა და გარდასახვების გატანით გამოუჩენია თავი, მაგრამ ტრადიციულად თავისი საოცარი აჩქარებებით, სწრაფი გარღვევებითა და კრეატიული პასებით გამოირჩეოდა, რითაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მატჩის დამთავრების შემდეგ, „ბორჯღალოსნებისა“ და „ლიონის“ 21 წლის მორაგბემ რუმინელებთან ასპარეზობის შეფასების გარდა, ესპანელებთან ფინალური დაპირისპირების მოლოდინზე ისაუბრა.

დავით ნინიაშვილი

ფინალში ჩვენთვის ნაცნობ ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით - რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ესპანელებმა პორტუგალიელები დაამარცხეს, რომლებიც ჩვენთვის ყოველთვის რთული მოწინააღმდეგეები იყვნენ. ახლა ესპანელებს დაველოდებით და ვეცდებით იმაზე დიდი სხვაობით ვაჯობოთ, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე მოვუგეთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ მოედანზე გვიწევს ფინალის ჩატარება და თბილისში ასპარეზობა პირადად ჩემთვის და გუნდისთვისაც ყოველთვის დიდი უპირატესობაა.

ცნობისათვის, რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალი საქართველო - ესპანეთი მიხეილ მესხის სტადიონზე 16 მარტს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ამ ტურნირს ზედიზედ მეცხრედ, ისტორიაში კი მეჩვიდმეტედ მოიგებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო - რუმინეთი 43:5 (ფოტოამბავი)
საქართველო - რუმინეთი 43:5 (ფოტოამბავი)