მშვილდოსნების წარმატება - ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე
თურქეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის ქალთა ახალგაზრდულმა გუნდმა, რომლის ღირსებასაც სამი სპორტსმენი, გვანცა არჩვაძე, ნია გათენაძე და ანა ბოლოკაძე იცავდნენ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველებმა მოლდოვის ასაკობრივი ნაკრები 6-2 დაამარცხეს.
მედლის გარეშე დარჩა, თუმცა ვაჟებს შორის ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია სანდრო მაჭავარიანს - მან 21-წლამდელებს შორის ჩატარებულ შეჯიბრებაში 585 ქულა დააგროვა და 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ მშვილდოსნებს შორის ვლადიმერ დოლიძის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
ცნობისათვის, ბოლოკაძისთვის საერთაშორისო ტურნირზე ეს პირველი წარმატება არ არის - გასული წლის აპრილში მან დავით ბასილაძესთან ერთად დუეტში ევროპის თასის პირველ ეტაპზე, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ტარდებოდა, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.