მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

მხოლოდ რამადანის იმედი აქვს - ანკალაევს პერეირასთან გამარჯვების სჯერა

მარტიდან რამადანი იწყება, რომლის დროსაც თითოეული მუსულმანი განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობს და როგორც საჭმლის, ასევე სასმლის მიღებაზე უარს აცხადებს. ბუნებრივია მარხვის დაცვას აპირებს მაგომედ ანკალაევი, რომელიც 9 მარტს, UFC 313-ზე ქვემძიმე წონითი დივიზიონის სატიტულო ორთაბრძოლაში ბრაზილიელ ალექს პერეირას დაუპირისპირდება.

სწორედ რამადანის პერიოდს გაუსვა ხაზი ანკალაევმა სამხრეთ ამერიკელთან შეხვედრასთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მას არ დაასუსტებს.

რას ამბობს ანკალაევი

საწვრთნელი მოსამზადებელი ეტაპი დავასრულე და არამხოლოდ საბრძოლველად, არამედ საომრად მზად ვარ. პერეირას მთავარი ღირსება ძლიერი მარცხენა ჰუკია, მას შესაძლოა ეგონოს, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ მეც და ჩემს მწვრთნელებსაც ყველაფერი კარგად გვაქვს შესწავლილი.

რაც შეეხება რამადანს, მგონი ალექსს მხოლოდ ამის იმედი აქვს, მაგრამ ვეტყვი, რომ ის ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს - პირიქით მაძლიერებს და კიდევ უფრო სრულყოფილ პიროვნებად მაქცევს. შეიძლება ბევრი აუტსაიდერად მთვლის, მაგრამ პირობას გაძლევთ, პერეირას დაფინიშებას პირველივე რაუნდში შევეცდები.

პერეირა-ანკალაევის დაპირისპირებაზე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა დენიელ კორმიემ, რომლის თქმითაც ბრაზილიელი ამ ბრძოლისთვის ზერელედ ემზადება, რისთვისაც შესაძლოა დაისაჯოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილმა თქვა, რატომ არ სურს ვოლკანოვსკისთან ჩხუბი
დვალიშვილმა თქვა, რატომ არ სურს ვოლკანოვსკისთან ჩხუბი