ახალი პრეზიდენტი - კრივის ფედერაციას ლობჟანიძე უხელმძღვანელებს
დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ყრილობაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 37 სუბიექტი გამოცხადდა და ბექა ლობჟანიძის კანდიდატურას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა.
ლობჟანიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მოკრივემ პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგო. დღევანდელ ყრილობაზე ასევე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები და გამგეობის წევრები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე იზრუნებენ.
ამჟამად უფროსი ასაკის მოკრივეთა ნაკრების წევრები სტრანჟას საერთაშორისო ტურნირზე გამოდიან, სადაც ორმა გიორგი კაპანაძემ და დიმა ქაჯაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.