მილანი, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

“უსარგებლოა, თანაგუნდელებიც კი გაურბიან“ - იტალიური მედია ფელიქსზე

როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟოაუ ფელიქსი მილანს შეუერთდა. ტრანსფერიდან 1 თვეც არაა გასული და პორტუგალიელ შემტევს იტალიური მედია მიწასთან ასწორებს.

Corriere della Sera: „მოედანზე ყველაზე ცუდია. არცერთ მოძრაობას არ აკეთებს და თანაგუნდელებიც კი გაურბიან.“

მაგალითად, იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო რავეზანი თავის სოციალურ ქსელში წერს:

„მილანში ყველაფერი არასწორად კეთდება. ჟოაუ ფელიქსი ისეთივე სიმპათიურია, როგორც უსარგებლო.“

Football Italia: „ჟოაუ ფელიქსი განებივრებული და გადაფასებული ფეხბურთელია. მან მილანის ღირებულებების შესახებ არაფერი იცის.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჯერჯერობით მილანის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 7-ჯერ მოირგო და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ამის პარალელურად მილანიც საშინელ ფორმაშია. როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე ფეიენოორდთან დამარცხდა და ამის შემდეგ იტალიის სერია ა-ში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. ჯერ სტუმრად ტორინოსთან 1:2, შემდეგ კი კვლავ სტუმრად ბოლონიასთან იდენტური ანგარიშით 1:2.

 

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
6 გუნდის ომი - ისაკზე ზაფხულში ნადირობა იქნება
6 გუნდის ომი - ისაკზე ზაფხულში ნადირობა იქნება