საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, გელა აფრასიძე, გიორგი კვესელაძე, ლუკა მატკავა, სანდრო თოდუა, აკაკი ტაბუცაძე
Aa
Aa

7 ლელო და განადგურებული რუმინეთი | საქართველო რაგბი ევროპის ფინალშია

რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში „ბორჯღალოსნებმა’’ ავჭალაში რუმინელები დამაჯერებლად დაამარცხეს - 43:5.

რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა (მეტოქე ესპანეთია) და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი მოიგო.

„ბორჯღალოსნებმა’’ საწყის ოც წუთში ორი ლელო დადეს, მე-6 წუთზე სანდრო თოდუამ ანგარიში გახსნა, მე-18 წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ანგარიში გაზარდა. 21-ე წუთზე ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა დადო, 24-ე წუთზე - გელა აფრასიძემ, 29-ე წუთზე - თორნიკე კახოიძემ. აღნიშნულ ხუთი ლელოს გარდა ლუკა მატკავამ ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 29:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე ლელო ახალაძემ დადო, მატკავას ზუსტი გარდასახვა და ანგარიში 36:0 გახდა. 65-ე წუთზე კვესელაძის ლელოს შემდეგ მატკავას გარდასახვა კვლავ წარმატებული იყო - 43:0. მე-80 წუთზე რუმინელებმა ლელო დადეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 43:5.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა მატკავა დასახელდა, მის ანგარიშზე 4 ზუსტი გარდასახვაა.

აკაკი ტაბუცაძემ ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა და 47-ე ლელო დადო. ეროვნულ ნაკრებში დადებული ლელოების რაოდენობით ყველა დროის ათეულში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა, ირლანდიელ ბრაიან ოდრისკოლს გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატზე რვა გუნდში მოხვედრა გვინდა“ | რიჩარდ კოკერილი
„მსოფლიო ჩემპიონატზე რვა გუნდში მოხვედრა გვინდა“ | რიჩარდ კოკერილი