ალექსანდერ ისაკი
Aa
Aa

6 გუნდის ომი - ისაკზე ზაფხულში ნადირობა იქნება

ალექსანდერ ისაკი დღევანდელი ნიუკასლის სახე და მთავარი დამრტყმელი ძალაა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედი თავდამსხმელის გადაბირებას ბარსელონა შეეცდება, თუმცა დღეს Mundo Deportivo კატალონიური გრანდის კონკურენტებზე წერს.

ბარსელონას, როგორც მინიმუმ ისაკის ტრანსფერისთვის 5 გუნდი შეეცილება. საუბარი არსენალზე, ლივერპულზე, მანჩესტერ იუნაიტედზე, მიუნხენის ბაიერნზე და პარი სენ ჟერმენზეა.

ყველაზე მომგებიან სიტუაციაში მანჩესტერ იუნაიტედი და პარი სენ ჟერმენი არიან, რადგან ნიუკასლი ისაკს 100 მილიონ ევროდ აფასებს და აღნიშნული თანხის გადახდის საშუალება სწორედ ამ ორ კლუბს აქვს. ზაფხულის სატრანსფერო ფანრის დროს, 6 გუნდი ისაკისთვის ნამდვილ ომს დაიწყებს.

ცნობისთვის, ალექსანდერმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და მისი გოლების პროცენტული მაჩვენებელი ყოველ 90 წუთში 0.86 გოლს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის შვედი ნიუკასლს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ისაკმა კაჭკაჭების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 97-ჯერ მოირგო, 44 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი ჰიუსტონთან არ ითამაშებს - მასკერანომ მიზეზზე ისაუბრა
მესი ჰიუსტონთან არ ითამაშებს - მასკერანომ მიზეზზე ისაუბრა