ლეაუ სერია ა-ში დაიღალა - ჩელსი მის გადაბირებას ცდილობს
როგორც ჩანს რაფაელ ლეაუ მილანში თამაშით დაიღალა. პორტუგალიელ ვარსკვლავს ასაკი ემატება და ტიტულების ნაკლებობას განიცდის.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლეაუს ლონდონის ჩელსი დაუკავშირდა და ტრანსფერი შესთავაზა, რაზეც რაფაელს უარი არ უთქვამს.
ლეაუს მილანთან კონტრაქტი 2028 წელს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.
მისი აგენტი ჟორჟე მენდეში გახლავთ, რომელსაც ჩელსისთან იდეალური ურთიერთობა აქვს და არისტოკრატებში არაერთ ფეხბურთელი წაუყვანია.
2023 წელს პორტუგალიელმა შემტევმა განაცხადა: „ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ეს საკმაოდ რთული და გამომწვევი ჩემპიონატია. სერია ა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მომავალში პრემიერ ლიგაზე აუცილებლად ვიფიქრებ.“
ამ ინტერვიუდან ნათლად ჩანს, რომ ლეაუს ინგლისში თამაშ ძალიან სურს. სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში, მხარეები დიდი ალბათობით შეთანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლეაუ როსონერის 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 247-ჯერ მოირგო, 68 გოლი გაიტანა და 52 საგოლე გადაცემა შეასრულა.