მესი ჰიუსტონთან არ ითამაშებს - მასკერანომ მიზეზზე ისაუბრა
ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო. ინტერ მაიამი CONCACAF-ზე კანზას სიტის დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა. შუალედში კი MLS-ში ნიუ-იროკ სიტის დაუზავდა(2:2).
Goal.Com-ის ინფორმაციით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი MLS-ის მეორე ტურის მატჩს გამოტოვებს, თუმცა ამის მიზეზი ტრავმა ან რაიმე დაზიანება არ არის.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, დევიდ ბექჰემის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ ლეოს დასვენება სჭირდება, რადგან მან ბოლო 10 დღეში 3 მატჩში თითქმის შეუცვლელად ითამაშა.
ინტერ მაიამი MLS-ის მეორე ტურში ჰიუსტონ დინამოს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 3 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მესიმ კანზას სიტის და ნიუ-იორკ სიტის წინააღმდეგ სრულად ითამაშა. კანზასთან განმეორებით შეხვედრაში კი 69-ე წუთზე ცვალეს.
ლეომ სამივე მატჩში ერთად 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ახალ სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა.