MSN: ლუის ენრიკემ კვარა ლივერპულისთვის დაასვენა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ლილს უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. ამ ფაქტმა ქართველი და ფრანგი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის წყენა გამოიწვია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ავტორიტეტულმა გამოცემა MSN.Com-მა დაწერა.
MSN:
„ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის ყურება სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი ლივერპულისთვის დაასვენა. პარი სენ ჟერმენს მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ გუნდში გადასვლის შემდეგ, 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პარი სენ ჟერმენისა და ლივერპულის მერვედფინალური დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:590დან დაიწყება.