ლილი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„საუკეთესო პირველი ტაიმი გვქონდა ამ სეზონში“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა - პარიზელებმა მეხუთეადგილოსან „ლილს“ 4:1 მოუგეს და ლიდერობა განიმტკიცეს.

მატჩის შემდეგ პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სეზონში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა.

ლუის ენრიკე:

„ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ეს ჩვენი საუკეთესო პირველი ტაიმი იყო ამ სეზონში როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე. ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს 4 გოლი გავუტანეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. 

ლივერპულთან მატჩისთვის კარგი ტესტი იყო. ლილსა და ლივერპულს ბევრი საერთო აქვთ თავდაცვაში, შეტევაში, პრესინგში, მაგრამ ეს სულ სხვა მატჩი და სხვა ტურნირი იქნება. მარტივ მატჩს არც ჩვენ ველოდებით და არც ლივერპული უნდა ელოდებოდეს. ევროპის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ, თუმცა რაღაცების გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა გუნდს.

ამ სეზონში გოლი 16-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა? მართალი გითხრათ, საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ იტანს გოლს. ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოგება, ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ, იმიტომ რომ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანა“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 63-ე წუთზე, უსმან დემბელეს ნაცვლად ჩაერთო.

ამ დროისთვის პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 62 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს ხვიჩას გუნდი 5 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება