Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ლილს უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მატჩში 63-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
დონარუმა(6.5), ჰაკიმი(7.3), მარკინიოსი(7.5), ბერალდო(7.3), ნუნუ მენდეში(7.2), დუე(8.8), რუისი(7.3), ნევეში(7.8), დემბელე(9.0), რამუში(6.7), ბარკოლა(7.3), პაჩო(6.5), ზაირ-ემერი(6.7), ვიტინია(7.0), კვარაცხელია(6.5), ლი(6.5).
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს მარსელს 16 ქულით უსწრებს, თუმცა მარსელს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ეს პარი სენ ჟერმენის მაისურით მისი მე-10 მატჩი იყო. 2 გოლი და 3 საგოლე პასი - ასეთია ქართველი ფეხბურთელის მონაგარი. ცნობისთვის, შემდეგ მატჩს პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულის წინააღმდეგ გამართავს.
კვარას მომენტები VS ლილი