გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 3 ქულა - ტენერიფემ ბადალონას ბოლო წამებზე მოუგო

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში დრამატული დაპირისპირება გაიმართა. ლაგუნა ტენერიფემ ხოვენტუტ ბადალონას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 82:81 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე 1 ქულით აგებდნენ, თუმცა ვიდორეტას გუნდმა გამარჯვება მაინც მოახერხა.

სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც პარკეტზე 17 წუთი და 5 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 3 ქულას, 2 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შერმადინმა 2-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ერთ ჩააგდო. გიორგიმ ერთი საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და ისიც ზუსტად. ორი მოხსნიდან კი ორივე საკუთარ ფარზე შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს 32 ქულა დაუგროვდა მეორე ადგილზე აღზევდა. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი ბარსელონას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 9 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის საოცარი თებერვალი - 40 წლის ლეგენდის მორიგი რეკორდი
ლებრონის საოცარი თებერვალი - 40 წლის ლეგენდის მორიგი რეკორდი