ანჩელოტი: “პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, დანარჩენი 70 ცუდად“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ბეტისს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
ანჩელოტი:
„პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, დანარჩენი 70 ცუდად. მბაპეს შეცვლა? მას არ უვარჯიშია და არც საუკეთესო იყო. პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მისი გაყვანა და კარგი დინამიკის მქონე ენდრიკის ჩასმა მერჩივნა. თუ ასე ვითამაშებთ, ვერასდროს გავიმარჯვებთ. იმედია ეს თამაში შემდეგისთვის გამოღვიძება იქნება. ბოლო პერიოდში კომპაქტურები და ორგანიზებულები ვიყავით, დღეს კი მსგავსი არაფერი ყოფილა.
ეს წაგება ლა ლიგის წაგებას არ ნიშნავს, მაგრამ ნამდვილად მძიმე დარტყმა იყო. რეაგირება უნდა მოვახდინოთ და სწრაფად დავივიწყოთ. თამაში კარგად დავიწყეთ და ცუდად გავაგრძელეთ. თავდაპირველი დამოკიდებულება ვერ შევინარჩუნეთ. კონტროლი დავკარგეთ იმ გუნდთან, რომელიც ჩვენზე კარგად თამაშობდა და გამარჯვებას იმსახურებდა.“
შეგახსენებთ, მადრიდის რეალმა ლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში ვერ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში დაქვეითება ემუქრება. შემდეგ მატჩს რეალი ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოს წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში გამართავს.