ბეტისი, ისკო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ისკო: “რეალის გულშემატკივრებს პატიებას ვთხოვ“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ბეტისს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. სევილიური კლუბის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ისკო ალარკონმა შეიტანა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ესპანელმა ნახევარმცველმა გატანილი გოლი და გამარჯვება საკმაოდ ემოციურად აღნიშნა, რამაც მადრიდელთა გულშემატკივრების წყენა გამოიწვია. ისკომ მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

ისკო:

„ძალიან დაღლილი და დაქანცული ვარ. მოვუგეთ გუნდს, რომელსაც მილიონობით რესურსი აქვს. მატჩი შედარებით ცუდად დავიწყეთ და კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა. რეალს ბევრის გაკეთების საშუალება მივეცით და დაგვსაჯა. მეორე ტაიმში ბეტისი გაუმჯობესდა.

რეალის ფეხბურთელების შეჩერება ძალიან რთულია. მათ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. გუნდური მუშაობის გარეშე ეს ყველაფერი რთული იქნებოდა. გოლის მიძღვნა და აღნიშვნა? მე პატარა დოკუმენტურ ფილმს ვიღებ იმაზე, თუ როგორ მოვირჩინე ტრავმა და მოვედი ამ დონემდე. რეალის გულშემატკივრებს პატიებას ვთხოვ. ეს კლუბი ჩემი ყველა ოცნების ახდენაში დამეხმარა და ჩემს გულში მუდამ იქნება.

რეალიდან წასვლის შემდეგ, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. მთელი ცხოვრება ბეტისის მადლიერი ვიქნები. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და იმედი მაქვს, ამის შანსი კიდევ ერთხელ მომეცემა.“

შეგახსენებთ, რომ ისკო ალარკონი სამეფო კლუბში 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა ტურნირზე ერთად 353 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 53 გოლი გაიტანა და 58 საგოლე გადაცემა შეასრულა. ალარკონმა ბლანკოსთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო.

ასევე შეგახსენებთ, მადრიდის რეალმა ლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში ვერ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში დაქვეითება ემუქრება. შემდეგ მატჩს რეალი ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოს წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია უოტფორდის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია უოტფორდის ფეხბურთელების შეფასება