ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

პენალტი მოიგერია და დამატებაზე გაუტანეს | გუგეშაშვილის გუნდის დრამატული გამარჯვება

საბერძნეთის სუპერ ლიგის 25-ე ტურში „პანსერაიკოსმა’’ შინ „კალითეას’’ 2-1 მოუგო. გამარჯვებულთა ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კვლავ დამაჯერებელი იყო (90 წუთი ითამაშა). დღევანდელი მატჩიდან ლუკას ორი მომენტია გამოსარჩევი. მატჩის მე-6 წუთზე რთული დარტყმა მოიგერია. მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე პენალტი მოიგერია, თუმცა მისი გუნდის მცველები ინერტულნი იყვნენ და ალფარელამ, ვინც პენალტი დაარტყა, დამატებაზე გაიტანა. „პანსერაიკოსმა'' გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეაგდო, ბეტანკურის ანგარიშზეა.

ლუკას ორი გამორჩეული მომენტი

CrystalSport-ის ცნობით, პაოკ-ი მზადაა ლუკას სანაცვლოდ 1,2 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ეტაპზე კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. ლუკა პაოკ-ს პირად კონტრაქტზე სიტყვიერად შეუთანხმდა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ლუკას სატრანსფერო თანხა 500 000 ევროა. „პანსერაიკოსთან'' მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, 2025 წლის ზაფხული ტრანსფერისთვის იდეალური მომენტია.

25 წლის მეკარემ სუპერ ლიგის სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, ოთხ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა. 

14-გუნდიან სუპერ ლიგაში „პანსერაიკოსი'' 25 ქულით მე-11 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს გოლამდე ცოტა დააკლდა - უოტფორდმა სტოკთან ქულები დაკარგა
ჩაკვეს გოლამდე ცოტა დააკლდა - უოტფორდმა სტოკთან ქულები დაკარგა