დუბაის ტურნირი მოიგო - ციციპასმა 10-თვიანი უტიტულო სერია შეწყვიტა
საჩოგბურთო სამყაროში დუბაის ტურნირი დასრულდა, რომელიც სტეფანოს ციციპასმა მოიგო. ბერძენმა ჩოგბურთელმა 10-თვიანი უტიტულო სერია დაასრულა. უკანასკნელად მას 2024 წლის მონტე-კარლოს მასტერსი ჰქონდა მოგებული.
სტეფანოსმა ფინალში ფელიქს ოჟე-ალიასიმი ორ სეტში 6:3 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში ბერძენმა ორი ბრეიკი ისე შეასრულა, რომ მის მოწინააღმდეგეს არაფრის შანსი არ ჰქონდა.
მეორე სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა მერვე გეიმში ციციპასმა ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, ბერძენმა ჩოგბურთელმა ფინალამდე სონეგო, ხაჩანოვი, ბერეტინი და გრიკსპური დაამარცხა.
დუბაის 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირის მოგების შემდეგ, ციციპასი ATP რეიტინგში დაწინაურდა და 2 პოზიციით წინ წაიწია. ბერძენი ახლა 3405 ქულით მსოფლიოს მე-9 ჩოგანია.