ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დომინიკ კრუზი
Aa
Aa

„ილია მახაჩევს მხოლოდ ასე დაამარცხებს“ - UFC-ის ლეგენდის რჩევა თოფურიას

UFC-ის ამერიკელმა ექსმებრძოლმა, ლეგენდარულმა დომინიკ კრუზმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბე ისაუბრა.

კერძოდ, Helen Yee Sports-თან ინტერვიუში კრუზმა თქვა, თუ რის ხარჯზე შეუძლია „ელ მატადორს“ მსუბუქი წონის ამჟამინდელი ჩემპიონის დამარცხება.

დომინიკ კრუზი:

„აქვს თუ არა თოფურიას საჭირო უნარები, რათა მახაჩევი დაამარცხოს? რა თქმა უნდა. ილია დგომში უნდა დარჩეს, შეინარჩუნოს დისტანცია და გამუდმებით შეუტიოს ისლამს. თუ მოჭიდავეს უტევ, მისთვის რთულია ისეთი მომენტის შერჩევა, რომ თეიქდაუნზე წავიდეს.

ამიტომ, თუ ილია მახაჩევს უკან დახევას აიძულებს, კარგად დაიცავს თავს დგომში და თეიქდაუნის რამდენიმე მცდელობას გაანეიტრალებს, მას წარმატების კარგი შანსები ექნება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს, სადაც 2022 წლიდან ჩემპიონის ტიტულს ისლამ მახაჩევი ინარჩუნებს, რომელმაც საჩემპიონო ქამარი უკვე ოთხჯერ დაიცვა.

ცნობისთვის, დომინიკ კრუზი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი და ორგზის ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეილ სონენი: “ილია ჯერ ცარუკიანს ან ოლივეირას უნდა ეჩხუბოს“
ჩეილ სონენი: “ილია ჯერ ცარუკიანს ან ოლივეირას უნდა ეჩხუბოს“