გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

Sofascore - ცნობილია უოტფორდის ფეხბურთელების შეფასება

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი გათამაშების აუტსაიდერს სტოკ სიტის ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

თამაშის შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა უოტფორდის ფეხბურთელები შეაფასა.

Sofascore:

სელვიკი(7.2), პოლოკი(7.2), ნაგკია(7.4), ლარუჩი(7.3), ლუზა(7.4), დელე-ბაშირუ(6.6), ინსი(7.0), კაიემბე(6.4), ჩაკვეტაძე(6.8).

ცნობისთვის, გიორგის კარგი მეორე ტაიმი ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა კარს სანტიმეტრებით ასცდა.

ცნობისთვის, ტომ ქლევერლიმ ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანა. გიორგის ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, უოტფორდს 49 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, ქლევერლის გუნდი მილუოლს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 16:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ტიტული ლატვიაში | ოდიშარიამ სუპერ თასიც მოიგო
მესამე ტიტული ლატვიაში | ოდიშარიამ სუპერ თასიც მოიგო