გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეს გოლამდე ცოტა დააკლდა - უოტფორდმა სტოკთან ქულები დაკარგა

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში უოტფორდი გათამაშების აუტსაიდერს სტოკ სიტის ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელი მძიმე ტრავმას გადაურჩა. მოწინააღმდეგემ მას თავში ფეხი მოარტყა და რამდენიმე წუთი ჩაკვე ფეხზე ვერ დგებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

მეორე ტაიმში გიორგი გაცილებით უკეთესი იყო და გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს სანტიმეტრებით ასცდა.

შორეული გასროლის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ამჯერად ბურთი მეკარეს ხელებში მიუვიდა. ჩაკვეტაძე საგოლე პასთანაც იყო ახლოს, თუმცა მისი დიდებული გადაცემა თანაგუნდელმა ვერ გამოიყენა.

ცნობისთვის, ტომ ქლევერლიმ ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანა. გიორგის ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, უოტფორდს 49 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, ქლევერლის გუნდი მილუოლს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 16:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ტიტული ლატვიაში | ოდიშარიამ სუპერ თასიც მოიგო
მესამე ტიტული ლატვიაში | ოდიშარიამ სუპერ თასიც მოიგო