საგოლე მომენტი არ ჰქონია | დავითაშვილის გუნდი ნიცასთან დამარცხდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში „სენტ-ეტიენი’’ შინ მესამეადგილოსან „ნიცასთან’’ 1:3 დამარცხდა. მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა.
მე-7 წუთზე „ნიცას’’ მცველი ჟონათან კლოსი გააფრთხილეს, ზურიკო დავითაშვილის მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა შეაჩერა, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა. ქართველმა ფეხბურთელმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, მუდმივად მოძრაობდა და შეტევების გამწვავებას ცდილობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.
ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენს’’ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე, 5 მარცხი). 18-გუნდიან ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენი’’ 19 ქულით მე-16 ადგილზეა. ტური არ დასრულებულა და შესაძლოა მე-17 ადგილზე დაქვეითდეს. მომდევნო ტურში, 9 მარტს „ლე ავრს’’ ესტუმრება.
ლიგა 1-ის 23 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 11 საგოლე მოქმედება საკმაოდ კარგი შედეგია. ასეთი სტატისტიკიდან გამომდინარე სეზონის შემდეგ რთული წარმოსადგენია დავითაშვილი „სენტ-ეტიენში'' დარჩეს, მისი ტრანსფერის შანსი დიდია.
გასული სეზონი „ბორდოში’’ გაატარა, 2023-24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ Transfermarkt-ის მონაცემებით მისი სატრანსფერო თანხა 3 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 8 მილიონი ევროა.