ფლიკი: სამ ტურნირზე სამივე ტიტულისთვის ვიბრძვით - ამას არავინ ელოდა
ჰანს-დიტერ ფლიკმა სეზონის განმავლობაში მატჩების გაზრდილ რაოდენობაზე და დატვირთულ განრიგზე ისაუბრა.
„ამ სეზონში ბევრი რამ მოხდა. ეს გუნდი ყოველთვის გვაოცებს. ბარსა შთამბეჭდავია. ბოლო მატჩებს შორის მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა, მაგრამ ბიჭებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი.
არ არსებობს გამართლება, ჩვენ ყურადღება ყველა თამაშზე უნდა გავამახვილოთ. კალენდარს ჩვენ ვერ ვირჩევთ, ის უნდა მივიღოთ, რაც არის. ჩვენი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი წარმატებით დავასრულოთ.
სამ ტურნირზე ვასპარეზობთ და სამი ტიტულისთვის ვიბრძვით. როდესაც სეზონი დაიწყო, ამას არავინ ელოდა. გუნდმა კარგ შედეგებს მიაღწია და ეს ფაქტია. ფეხბურთელებს ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ",
- განაცხადა „ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ 2-დან 11 მარტის ჩათვლით ზედიზედ 4 მატჩის ჩატარება უწევს: შინ „სოსიედადთან“ (ლა ლიგა), სტუმრად „ბენფიკასთან“ (ჩემპიონთა ლიგა), შინ „ოსასუნასთან“ (ლა ლიგა), და შინ „ბენფიკასთან“ (ჩემპიონთა ლიგა).