ჩეილ სონენი: “ილია ჯერ ცარუკიანს ან ოლივეირას უნდა ეჩხუბოს“
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ დივიზიონი შეიცვალა და ჯერჯერობით მისი შემდეგი მოწინააღმდეგე ცნობილი არ არის.
ამასთან დაკავშირებით, UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად MMA-ს ექსპერტმა ჩეილ სონენმა იუთუბის საკუთარ გვერდზე ისაუბრა.
ჩეილ სონენი:
„ჩარლზ ოლივერია და არმან ცარუკიანი ახლა დიდ ბრძოლაში არიან და ეს ბრძოლა ილიასთვის არის. ჩარლზი არ აპირებს ისლამ მახაჩევთან ჩხუბს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახლა ამას ვამბობ არის ის, რომ მახაჩევს ახალი სისხლი სურს.
თოფურიას და მახაჩევის დაპირისპირება კარგად ჟღერს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ჯერ არ მოხდება. ილიამ სატიტულო ბრძოლამდე ერთხელ უნდა იჩხუბოს. თუ ის ოლივეირას დაუპირისპირდება და შემდეგ მახაჩევს, ეს უკვე სულ სხვა საქმე იქნება. თოფურიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მსუბუქ წონაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ეს ცარუკიანის და ოლივერიას დამარცხებით უნდა გააკეთოს.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქ წონით დივიზიონში გადაინაცვლა, ხოლო ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის 12 აპრილს UFC 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ.
ამასთანავე, ესპანური პრესა ილია თოფურიას გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, რომ „ელ მატადორს“ მხოლოდ მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურს და კონტენდერებთან ჩხუბით დაინტერესებული არა არის.