დვალიშვილმა თქვა, რატომ არ სურს ვოლკანოვსკისთან ჩხუბი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ისაუბრა იმაზე, რატომ არ სურს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი. ამის შესახებ Championship Rounds-ი იტყობინება.
ცნობისთვის, ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის იჩხუბებენ, რომელიც ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადასვლა გადაწყვიტა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის შემდეგი მეტოქე. „მანქანამ“ ტიტული იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში დაიცვა და ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი ქართველის ქვემსუბუქ წონაში ასვლა და ვოლკანოვსკი-ლოპესს შორის გამარჯვებულთან დაპირისპირებაა.
მერაბ დვალიშვილი:
„ალექს ვოლკანოვსკი მიყვარს. ის ერთ-ერთი საუკეთესოა და მას დიდ პატივს ვცემ. არ იფიქროთ, რომ გარისკვა არ მსურს ან მისი მეშინია, მაგრამ დიდ პატივს ვცემ და ამიტომ მასთან ჩხუბი არ მსურს.
ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. პანტოჟამაც გამომიწვია და დაველოდოთ, როგორ დალაგდება ყველაფერი“.