ლებრონის საოცარი თებერვალი - 40 წლის ლეგენდის მორიგი რეკორდი
ასაკის მატებასთან ერთად, 40 წლის ლებრონ ჯეიმსისთვის NBA-ში ჩატარებული თითოეული შეხვედრა გამორჩეული ხდება და ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთვან გვაქვს საქმე - ის გახდა პირველი მოთამაშე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში გამართული მატჩებიდან მხოლოდ ერთში დააგროვა 25 ქულაზე ნაკლები.
თებერვალში ჯეიმსმა 11 თამაში ჩაატარა, საიდანაც მან და მისმა თანაგუნდელებმა 9 მოიგეს, 2-ჯერ კი დამარცხდნენ. გასულ თვეში ის საშუალოდ 29,3 ქულას, 10,5 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, საშუალო დისტანციიდან - 55,5, ხოლო პერიმეტიდან - 45-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. ბუნებრივია, ლებრონს ძალიან დაეხმარა ლუკა დონჩიჩის მისვლაც, რომელიც ლოს-ანჯელესის კლუბის სათამაშო ფილოსოფიასთან ნელ-ნელა ადაპტირდა და მათი დუეტის საოცარი ასპარეზობის ხარჯზე, შესაძლოა ჯეიმსის მარგი ქმედების კოეფიციენტი კიდევ უფრო გაიზარდოს.
37 მოგებითა და 21 წაგებით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. ლებრონი და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 3 მარტს, „კრიპტო არენაზე“ თანაქალაქელ „კლიპერსთან“ გამართავენ.