კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს თეირანში ჩასვლას არ ურჩევენ - მატჩის გადატანა განიხილება

3 მარტს, აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ალ-ნასრი“ სტუმრად თეირანის „ესტეღლალს“ უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა საუდის არაბეთის კლუბის ხელმძღვანელებმა ორიოდე დღის წინ ირანელებს სპეციალური წერილი გაუგზავნეს და მატჩის სხვა ქალაქში გადატანა სთხოვეს.

ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ კრიშტიანუ რონალდუს პირადი დაცვის წარმომადგენლებმა ვერ მისცეს გარანტიები იმისა, რომ ირანის დედაქალაქში მის უსაფრთხოებას ბოლომდე უზრუნველყოფდნენ. ისინი შიშობენ იმ ფაქტის გამო, რომლის წინაშეც პორტუგალიელი ფეხბურთელის ირანში წინა ვიზიტის დროს დადგნენ, როდესაც კრიშტიანუსთან ფოტოს გადაღების მსურველი ათასობით ადამიანის შეკრებამ ჭყლეტა და არეულობა გამოიწვია.

„ესტეღლალის“ ხელმძღვანელები თამაშის სხვა სტადიონზე გადატანაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. როგორც ამ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ალი ნაზარი ჯუიბარიმ და ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰდი ტაჯიმ განაცხადეს, „ალ-ნასრის“ თითოეულ ფეხბურთელზე ვიზები გაცემულია და ახლა თავად საუდის არაბეთის გუნდის გადასაწყვეტია, შემადგენლობას როგორც დააკომპლექტებს და რომელ ფეხბურთელს ჩამოიყვანს თეირანში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ჩასვლას 2023 წლის სექტემბერში ირანში დიდი სკანდალი მოჰყვა - პორტუგალიელი ფეხბურთელი ირანელ მხატვარ ფატიმა ჰამამას შეხვდა, რომელსაც სურდა ფეხბურთელისთვის თავისი ნამუშევარი ეჩუქებინა და მადლობის ნიშნად კრიშტიანუმ ლოყაზე აჩუქა, რის გამოც ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე, იქ კიდევ ერთხელ ჩასვლის შემთხვევაში, მას 99 როზგით ემუქრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ ეს ვერდიქტი გააუქმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ შესაძლოა ვალენსიას მფლობელი გახდეს | Footmercato
რონალდუ შესაძლოა ვალენსიას მფლობელი გახდეს | Footmercato