საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, აკა ტაბუცაძე
Aa
Aa

შემადგენლობა ნახევარფინალისთვის - ტაბუცაძე მორიგ მიღწევასთან ახლოს

ხვალ, საქართველოს ეროვნული გუნდი რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს ავჭალის სტადიონზე უმასპინძლებს და ფინალის საგზურის გარდა, გამარჯვებული ანთიმოზ ივერიელის თასს მიიღებს, რომელიც აქამდე ბორჯღალოსნებს 18-ჯერ, რუმინელებს კი 6 შემთხვევაში აქვთ მოგებული.

დღეს, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც ესპანელებთან ჩატარებულ წინა შეხვედრასთან შედარებით, რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და სასტარტოში იქნება მგეზავი ლუკა მატკავა, რის გამოც დავით ნინიაშვილი მისთვის ჩვეულ ფულბეკის პოზიციას დაუბრუნდება. გუნდს ასევე უზომოდ გააძლიერებს ბექა გორგაძე, რომელიც წინა მატჩში თანაგუნდელებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა.

რუმინელებთან თამაში აკა ტაბუცაძისთვის განსაკუთრებული ორი მიზეზის გამო იქნება - ის ბორჯღალოსნების რიგებში საიუბილეო 50-ე მატჩს გამართავს და თუ ერთხელ მაინც აიღებს მეტოქის ჩათვლის მოედანს, ეს მისთვის რიგით 47-ე ლელო იქნება და ამ მხრივ ყველა დროის ათეულში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლებს და ირლანდიელ ბრაიან ოდრისკოლს გაუთანაბრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - რუმინეთის თამაში ხვალ, ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი). 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი). 13. გიორგი შველიძე (ბრივი). 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი). 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი). 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი). 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი).

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე). 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი). 3. ირაკლი აფციაური (ლიონი). 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი). 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი). 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი). 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.). 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე). 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი). 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე). 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი). 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი). 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა). 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი). 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიო ჩემპიონატზე რვა გუნდში მოხვედრა გვინდა“ | რიჩარდ კოკერილი
„მსოფლიო ჩემპიონატზე რვა გუნდში მოხვედრა გვინდა“ | რიჩარდ კოკერილი