თომას ბახი
Aa
Aa

მოთხოვნა წევრობის შეჩერებაზე - ბახი თანამდებობას ტოვებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრობის შეჩერების თაობაზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. არსებული ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, ბახის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ძალაში შევა 23 ივნისს, როდესაც მის შემცვლელს აირჩევენ. გერმანელმა ფუნქციონერმა 2024 წლის აგვისტოში გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ვადის ამოწურვისთანავე თანამდებობას დატოვებდა, რის შემდეგაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები 20 მარტისთვის ჩაინიშნა.

ბახის ჩანაცვლების შვიდი მსურველია და შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამდივნოში საარჩევნო ყრილობისთვის საკუთარი კანდიდატურა სწორედ ამდენმა ადამიანმა დაარეგისტრირა. ორი მათგანი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი და ფეისალ ალ ჰუსეინი ამავე ორგანიზაციაში მუშაობენ - პირველი მათგანი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, მეორე კი საბჭოს წევრი და ამავდროულად იორდანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.

პრეზიდენტობის სურვილი ასევე გამოთქვეს მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციის ბრიტანელმა პრეზიდენტმა სებასტიან კოემ, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის იაპონელმა პრეზიდენტმა მორინარი ვატანაბემ, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელმა და საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ფრანგმა დავიდ ლაპარტიენმა, თხილამურებისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის შვედმა პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა და ცურვაში ზიმბაბველმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კირსტი ქოვენთრიმ.

შეგახსენებთ, რომ ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საბჭოს წევრად 1991 წელს აირჩიეს, აღმასკომში 1996 წელს შეიყვანეს, ხოლო პრეზიდენტის თანამდებობაზე 2013 წლის 10 სექტემბრიდან მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი  გადაეცა
ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა