ბასა ხონელიძე
Aa
Aa

ხონელიძის ლელო - ორიაკი ანგულემთან დამარცხდა

ქართველი მორაგბის მორიგი წარმატება საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში - მეორე დივიზიონის XXII ტურში „ორიაკმა“ სტუმრად „ანგულემთან“ 20-ქულიანი სხვაობით, 20:40 წააგო, დამარცხებულთა შორის კი ერთ-ერთი საუკეთესო ბასა ხონელიძე იყო, რომელმაც თავი ლელოთი გამოიჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ანგულემმა“ თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა და პირველი ნახევარი 21:3 მოიგო. მიუხედავად სოლიდური სხვაობით ჩამორჩენისა, შესვენების შემდეგ სტუმრებმა მძლავრად დაიწყეს, რაშიც უდიდესი წვლილი 21 წლის ხონელიძეს მიუძღვის, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი 48-ე წუთზე აიღო.

ბასა გარდა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი მორაგბე, გიორგი ქართველიშვილი და ალექსანდრე ბურდული თამაშობდა, ხოლო ირაკლი მჭედლიძე მატჩში თადარიგიდან ჩაერთო. „ორიაკის“ ერთ-ერთი ლიდერია თედო აბჟანდაძე, მაგრამ მან მხარზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მისი სარეაბილიტაციო პერიოდი 6 თვემდე გაგრძელდება.

22 ტურის შემდეგ, 16-გუნდიან მეორე დივიზიონში „ორიაკი“ 42 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში ეს გუნდი 7 მარტს, სტუმრად „ვალენს რომანს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საღინაძის ლელო - ლიონის დასანანი მარცხი
საღინაძის ლელო - ლიონის დასანანი მარცხი