პეპ გუარდიოლა, როდრი
Aa
Aa

ვადაზე ადრე ბრუნდება - როდრიმ ვარჯიში განაახლა

„მანჩესტერ სიტის“ სათამაშო სისტემის სრული ჩამოშლა როდრის ტრავმით დაიწყო. ესპანელი საყრდენის ყოფნის დროს, „ქალაქელებს“ პრობლემები შედარებით ნაკლებად ეტყობოდათ, თუმცა როგორც ჩანს, „ოქროს ბურთის“ მფლობელი შუახაზელი პეპის „საყრდენი კედელი“ იყო, რომელმაც სისტემა დაშალა.

როგორც „სიტის“ ოფიციალური გვერდი იტყობინება, ესპანელმა ნახევარმცველმა ვარჯიში განაახლა და მას მოედანზე უკვე ამ სეზონშივე ვიხილავთ.

ჯვარედინი იოგების უმძიმესი ტრავმის შემდეგ, როდრი გუშინ კლუბის ბაზაზე შენიშნეს. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.

„ამჟამად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო კურსის სწორად გავლაა. ის უკვე თინეიჯერი ფეხბურთელი აღარ არის და თუ აღდგენითი პროცესი ზუსტად წარიმართება, თამაშს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს“.

- ამბობს გუარდიოლა.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ როდრი მოედანზე გასვლას აპრილის თვეში შეძლებს, ანუ სეზონის დასკვნით მომენტში.

მიმდინარე სეზონში როდრიმ მხოლოდ მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება შეძლო. 2 პრემიერლიგაში 1 კი ჩემპიონთა ლიგაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდ მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე - ფაქტები მერვედფინალისტებზე
დიდ მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე - ფაქტები მერვედფინალისტებზე