ჯეისონ ტეიტუმი, დონოვან მიტჩელი
Aa
Aa

არენასი შეცდა - კლივლენდის საოცარი ქამბექი ბოსტონში

„კლივლენდი“ „ბოსტონისთვის“ არ შეიძლება რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს. ერთადერთი კლუბი, რომელმაც შეიძლება „სელტიქსს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში პრობლემები შეუქმნას, ეს „მილუოკი ბაქსი“ და მისი ბერძენი ლიდერი იანის ანტენტოკუმპოა“ - ასეთი პროგნოზი გილბერტ არენასმა გააკეთა და მართალია მისი განცხადება პლეი ოფის ეტაპს ეხებოდა, თუმცა „კავალიერსმა“ რეგულარულშიც დაადასტურა, რომ „ბოსტონისთვის“ სახიფათო მეტოქე იქნება. კლივლენდელები დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ, მატჩის სტარტი კი მათთვის იმდენად საშინელი იყო, რომ მეტოქე 22 ქულით გაექცათ, თუმცა საბოლოოდ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა დიდი ძალისხმევის ხარჯზე 123:116 გაიმარჯვა.

გამარჯვებულებს შორის საუკეთესო 41 ქულით დონოვან მიტჩელი გახლდათ, საიდანაც მან 12 ქულა ბოლო მეოთხედში ჩააგდო, რითაც მეტწილად განაპირობა „კლივლენდის“ წარმატება. შეხვედრის MVP-ის პრიზი კი „ბოსტონის“ ლიდერს ჯეისონ ტეიტუმს დარჩა, რომლის ანგარიშზეც ორმაგი დუბლია და ცოტა რომ გამართლებოდა, სამმაგსაც შეასრულებდა - 46 ქულა, 16 მოხსნა, 9 ასისტი და 3 დაფარება.

მიმდინარე სეზონში NBA-ს რეგულარულ ეტაპზე „კლივლენდი“ და „ბოსტონი“ ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ორჯერ ერთმა მოიგო, ორჯერაც მეორემ. 49 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „კავალიერსია“, „ბოსტონის“ ანგარიშზე კი 42 მოგებასთან ერთად 18 მარცხია და მეორე პოზიციას იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 7 ქულა - ორლანდო გოლდენ სტეიტთან დამარცხდა
ბითაძის 7 ქულა - ორლანდო გოლდენ სტეიტთან დამარცხდა