გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გამიკვირდება მამარდაშვილი მეორე მეკარეობას დათანხმდეს“ | ბრიტანელი ჟურნალისტი

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, გრემ ბეილიმ გიორგი მამარდაშვილის მომავალზე გააკეთა კომენტარი. ბეილიმ „ლივერპულის“ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ალისონი გუნდში დარჩება, „წითლები“ ქართველ მეკარეს იჯარის წესით გაუშვებენ.

„ლივერპულისგან 100-პროცენტიანი დასტური, რომ მამარდაშვილს დაიბრუნებენ და მომდევნო სეზონში ძირითადი შემადგენლობის მეკარე იქნება, არ მიმიღია. ამ საკითხთან დაკავშირებით, კლუბს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. არ გამოვრიცხავ, მომდევნო სეზონში ალისონი სასტარტოში იყოს და მამარდაშვილი გაანათხოვრონ.

გამიკვირდება, მსოფლიო ჩემპიონატის სეზონში, მამარდაშვილი ნომერ მეორე მეკარის როლს დათანხმდეს. ლივერპულს შეუძლია, მამარდაშვილი იჯარის წესით გაუშვას და მისმა გადამყვანმა გუნდმა ხელფასი დაფაროს და წითლებს გარკვეული თანხა გადაუხადოს. ეს წამგებიანი არავისთვის იქნება. ჩემი აზრით, თუ ალისონი დარჩება, მამარდაშვილს გაანათხოვრებენ“.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უნდა შეუერთდეს. რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერსისაიდელები აპირებენ, ალისონი შეინარჩუნონ და მამარდაშვილი იჯარის წესით გაუშვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტესტი ჩააბარა, მომავალში გაიბრწყინებს“ | ალექსანდრე თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
„ტესტი ჩააბარა, მომავალში გაიბრწყინებს“ | ალექსანდრე თოფურიას მწვრთნელის კომენტარი