ლიონელ მესი
Aa
Aa

„უბედური ვიყავი, არაფერი მიხაროდა“ - მესი პარიზულ პერიოდზე

ლიონელ მესი კარიერის უკანასკნელ წლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, მისი შედეგიანობა ნამდვილად არ კლებულობს და თითქმის ყოველ შეხვედრაში „ინტერ მაიამის“ გატანილი გოლით, ან საგოლე გადაცემით წარმატების მიღწევაში ეხმარება.

სხვადასხვა გამოცემებს „ელ მონგოლიკო“ ვრცელ ინტერვიუებს იშვიათად აძლევს, თუმცა ამჯერად ტრადიცია დაარღვია და Apple Music-ის კორესპოდენტს საკმაოდ დიდხანს ესაუბრა. განსაკუთრებით საინტერესო კი ის მონაკვეთია, სადაც მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გატარებულ პერიოდზე ლაპარაკობს.

რას ამბობს მესი

მოდით აწმყოთი დავიწყებ და გეტყვით, რომ „ინტერ მაიამიში“ ტრანსფერი ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო შესაძლებლობა იყო, განსაკუთრებით იმას თუ გავითვალისწინებთ, როგორი წლების გატარება მომიწია იქამდე პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგება ჩემი გადაწყვეტილება არ იყო - მაიძულეს „ბარსელონა“ დამეტოვებინა.

ის ორი წელი, რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“ გავატარე უსიამოვნებებით აღსავსე იყო. ყოველდღე უბედური ვიყავი: ვარჯიშებზე, თამაშებზე და მიჭირდა ამ ყველაფრის შეგუება. აი ახლა კი ყველაფერი შეიცვალა - „ინტერ მაიამიში“ როგორც მე, ასევე ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები თავს ბედნიერად ვგრძნობთ.

ამავე ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რას აპირებს მომავალში და კარიერის დასრულებამდე მოირგებს თუ არა კიდევ ერთხელ „ბარსელონას“ მაისურს, მესიმ უპასუხა, რომ ახლა თითოეული მატჩით ტკბება და შორსმიმავალ გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეუძლია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯი, რომელმაც მესის ავტოგრაფი სთხოვა, 6 თვით დისკვალიფიცირებულია
მსაჯი, რომელმაც მესის ავტოგრაფი სთხოვა, 6 თვით დისკვალიფიცირებულია