არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„მე ნინა დრამესთან ინტერვიუსას ტრავმა არ მიმიღია“ - ჰუკერმა ცარუკიანს უპასუხა

მსუბუქი წონით დივიზიონის ორ მებრძოლს შორის სერიოზული სიტყვიერი პაექრობა მიმდინარეობს - საუბარია არმან ცარუკიანსა და დენ ჰუკერზე, რომლებიც ტრავმის გამო, შესაბამისად ისლამ მახაჩევთან და ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლებს ჩაეხსნენ. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველად ეს უიღბლობა სომეხ სპორტსმენს დაემართა, რის გამოც ჰუკერმა მისი მისამართით საჯაროდ საკმაოდ ირონიული განცხადებები გააკეთა.

ახლა, როდესაც თავად ახალ ზელანდიელმაც ვერ შეძლო დაზიანების გამო გეიჯისთან ჩხუბისთვის მომზადება, ცარუკიანმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და დენს მიმართა, რომ ის ღმერთმა თავისი საქციელის გამო დასაჯა და იმ უპატივცემულობის გამო საკადრისი მიიღო, რაც ჰუკერმა მისი მისამართით გამოიჩინა. გეიჯის ახლა უკვე ყოფილი მეტოქის „პასუხის პასუხმაც“ არ დააყოვნა და ჰუკერმა აღნიშნა, რომ მას ცარუკიანისგან განსხვავებით, ტრავმა ნინა დრამესთან ინტერვიუს მიცემის დროს არ მიუღია და ერთ-ერთი სპარინგისას დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებული ჰუკერი აზერბაიჯანელმა რაფაელ ფიზიევმა ჩაანაცვლა და 9 მარტს ჯასტინ გეიჯის მეტოქეობას სწორედ ის გაუწევს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი სტილი აქვს, იცის ჩხუბი როგორ გაყიდოს“ | რას ამბობს ოლივეირა ილიაზე
„ძალიან კარგი სტილი აქვს, იცის ჩხუბი როგორ გაყიდოს“ | რას ამბობს ოლივეირა ილიაზე