გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

Eldesmarque: მამარდაშვილს ისევ იჯარით გაუშვებენ

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, როგორც ესპანურ, ასევე ინგლისურ სპორტულ პრესაში მით უფრო მეტი იწერება გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულურ“ მომავალზე. მერსისაიდული გრანდი როგორც ინგლისის პრემიერ ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რაშიც დიდი როლი ბრაზილიელ მეკარე ალისონ ბეკერს მიუძღვის და მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ასე მარტივი რომ არ იქნება, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს.

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Eldesmarque-მ კი გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ლივერპულის“ შეფები 24 წლის ქართველი მეკარის კიდევ ერთი წლით იჯარით რომელიმე გუნდში გაშვებას აპირებენ. ჯერჯერობით არ კონკრეტდება კლუბის ვინაობა, თუმცა ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ბეკერმა საუდის არაბეთში წასვლა გადაიფიქრა და „წითლებთან“ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბოლომდე გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის „ენფილდ როუდზე“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ამავე სტატიაში მამარდაშვილზე საუბარი „ბარსელონა“ – „ვალენსიას“ მატჩის დროს, მასსა და ფერან ტორესს შორის განხორციელებული დიალოგით მთავრდებოდა. როდესაც „ბლაუგრანას“ ფორვარდმა “ღამურების“ ქართველ მეკარეს ჰკითხა, თუ რატომ არ წავიდა „ლივერპულში“ გასულ ზაფხულსვე, მამარდამ მიუგო, რომ ამის უმთავრესი მიზეზი და ხელისშემშლელი ფაქტორი იქ ალისონის ყოფნა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე
„მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა“ | რას წერს AS-ი მამარდაზე