ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„ტესტი ჩააბარა, მომავალში გაიბრწყინებს“ | ალექსანდრე თოფურიას მწვრთნელის კომენტარი

ალექსანდრე თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა. „კონკისტადორმა“ UFC-ში გამართულ სადებიუტო ჩხუბში, კოლბი თიქნესი დაამარცხა და კლიმენტის თქმით, ალექსანდრე მომავალში აუცილებლად გაიბრწყინებს.

„ალექსანდრე შეუდარებელი იყო და მთელი ჩხუბის განმავლობაში, დისციპლინით გამოირჩეოდა. თავისი საქმე გააკეთა და პირველ რაუნდში, კინაღამ ნოკაუტიც მიითვალა. კოლბი თიქნესი, საუკეთესო ავსტრალიელი სუპერმსუბუქწონოსანია და მისი დაფინიშება მარტივი ნამდვილად არაა.

ალექსანდრე მთელი ჩხუბის განმავლობაში დომინირებდა. UFC-ში გამართული პირველი ჩხუბი მებრძოლისთვის ყოველთვის საკუთარი თავის ტესტია, რათა ნახო, ხარ თუ არა სათანადო დონეზე. თოფურიამ საქმეს თავი შესანიშნავად გაართვა. ეს მას უსაფრთხო მომავალს მისცემს, რომელშიც ალექსანდრე აუცილებლად გაიბრწყინებს“.

შეგახსენებთ, რომ თიქნესის დამარცხების შემდეგ, ალექსანდრემ ჰენრი სეხუდოსთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. მისი მომდევნო მეტოქის შესახებ ჯერჯერობით არაფერი დაწერილა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ „კონკისტადორი“ ოქტაგონზე მალე დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ბუგიმენია და მეტოქის პოვნა რთულია“ | თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
„ილია ბუგიმენია და მეტოქის პოვნა რთულია“ | თოფურიას მწვრთნელის კომენტარი