სხვა გზა არ ექნება - გეიჯიმ მახაჩევი ახსენა
UFC-ის მებრძოლთა უმეტესობა საკუთარ ძალებში იმდენად დარწმუნებულია, რომ არა ორ კვირაში გასამართ შეხვედრებზე, არამედ კიდევ უფრო შორსმიმავალ გეგმებზე საუბრობენ. ასეთთა რიგებს მიეკუთვნება ჯასტინ გეიჯი, რომელიც დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანელ რაფაელ ფიზიევთან გამარჯვების შემთხვევაში, მისი მომდევნო მეტოქე მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იქნება.
რას ამბობს გეიჯი
ბევრი თვლის, რომ UFC-ის ხელმძღვანელები მახაჩევს ბრძოლას ოქტომბრამდე არ ჩაუნიშნავენ, რასაც მეც ვეთანხმები. იმ შემთხვევაში თუ ფიზიევს დავამარცხებ, რისიც საკმაოდ დიდი შანსები მაქვს, ისლამი ჩემთან ბრძოლაზე დათანხმდება, რადგან რეალურად სხვა ოპონენტი არ ეყოლება. თუმცა, ყველა ვარიანტში საბოლოო გადაწყვეტილება დენა უაითის მისაღებია, რომელიც ყოველთვის ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გეიჯის 9 მარტს, დენ ჰუკერთან უნდა ებრძოლა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ერთ-ერთი სპარინგისას დაზიანება მიიღო, რის გამოც ჩხუბს ჩაეხსნა და მის ნაცვლად რაფაელ ფიზიევი შეარჩიეს.