ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ-ის მეტოქე ცნობილია

საფრანგეთის თასის ნახევარფინალების წილისყრა გაიმართა და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მეტოქის ვინაობა გაიგო.

ლუის ენრიკეს გუნდი „დიუნკერკს“ შეხვდება, მეორე ფინალისტის ვინაობა კი „კაენისა“ და „რეიმსის“დაპირისპირებაში გაირკვევა. „დიუნკერკი“-„პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 1 აპრილს გაიმართება.

„დიუნკერკი“ ლიგა 2-ის წარმომადგენელია და მიმდინარე სეზონში 24 ტურის შემდეგ 45 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა და პირველადგილოსან „ლორიანს“ 4 ქულით ჩამორჩება.

თასზე „დიუნკერკმა“ ასპარეზობას 6 მეტოქე გამოთიშა, მათ შორის ლიგა 1-ის წარმომადგენლები „ოსერი“, „ლილი“ და „ბრესტი“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში 5 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, საფრანგეთის თასის 2 შეხვედრაში ერთი პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლიონის ბრალდებები სასაცილოა, კვარას რეგისტრაცია წესრიგშია“
„ლიონის ბრალდებები სასაცილოა, კვარას რეგისტრაცია წესრიგშია“