ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

მეტელკინასა და ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა | ოქროს მედლის შანსი იუნიორთა მსოფლიოზე

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, იუნიორთა შორის, ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს, მოკლე პროგრამით წყვილები გამოვიდნენ და ქართულ დუეტს ოქროს მედლის აღების შესანიშნავი შანსი აქვს.

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილს იკავებენ. მათ მსაჯებისგან 69.18 ქულა მიიღეს, რომელთაგან 37.26 ტექნიკურ კომპონენტებში დაიმსახურეს, 31.92 - პრეზენტაციაში. ბერულავა და მეტელკინა პირველ ადგილზე არიან და სოლიდური უპირატესობაც აქვთ.

მეორე პოზიციაზე უკრაინული წყვილი გახლავთ. სოფია ჰოლიჩენკომ და არტიომ დარენსკიმ 57.40 ქულა დააგროვეს. ჟიაჩუან ჟანისა და იჰან ჰუანის დუეტი მესამეზე იმყოფება და 57.38 ქულა აქვს.

ცნობისთვის, წყვილებში მედლების გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან. მანამდე, ყინულზე ქალი მოციგურავეები გავლენ და ინგა გურგენიძესმედლის დასაკუთრების შანსი ექნება. მოკლე პროგრამის შემდეგ, ინგა მეორე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტელექტუალია, იცის როგორ ადაპტირდეს ჩვენს სტილთან | ენრიკე კვარაზე
ინტელექტუალია, იცის როგორ ადაპტირდეს ჩვენს სტილთან | ენრიკე კვარაზე