იანიკ სინერი
Aa
Aa

Laureus-ის სასჯელი - სინერი ნომინანტებში არ იქნება

Laureus-ის პრესტიჟული პრემიის მიღების ნომინანტთა საბოლოო სია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მათ რიგებში იანიკ სინერი არ იქნება. მიზეზი ყველასთვის კარგად არის ცნობილი - იტალიელი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, შარშან დოპინგ-სკანდალში გაეხვა, რომლის შედეგებსაც ახლა იმკის და 3-თვიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი. მსგავსი პრესტიჟული პრემიის ორგანიზატორები კი ასეთი რეპუტაციის სპორტსმენთან საქმეს იშვიათად იჭერენ. Laureus-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებულმა საბჭომ განიხილა შექმნილი სიტუაცია და გადავწყვიტეთ, იანიკ სინერი წლევანდელ ნომინანტებს შორის არ შეგვეყვანა. თვალყურს ვადევნებთ იტალიელ ჩოგბურთელთან დაკავშირებულ დოპინგის საქმეს და მიუხედავად არსებული შემამსუბუქებელი გარემოებებისა, მიგვაჩნია, რომ მისი კანდიდატურის საუკეთესოობაზე წარდგენა ამ ეტაპზე ყველასთვის მიუღებელი იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ სამთვიანი დისკვალიფიკაციის გამო, მაიამის, მონტე კარლოსა და მადრიდის მასტერსებს ტოვებს, წლის მეორე დიდი სლემის ტურნირს, როლან გაროსს კი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მივესალმები მსჯავრდებულს“ - კირიოსმა ბეკერს უპასუხა
„მივესალმები მსჯავრდებულს“ - კირიოსმა ბეკერს უპასუხა