სტეფ კარი
Aa
Aa

ორლანდო განსაკუთრებით უყვარს - თანაგუნდელები კარის მორიგ სიგიჟეზე

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად „ორლანდო“ სტეფ კარის ფენომენალური ასპარეზობის ხარჯზე დაამარცხა. „მეჯიქმა“ მატჩი თავიდანვე კარგად წაიყვანა და საკმაოდ დიდი სხვაობითაც იყო დაწინაურებული, როდესაც ამუშავდა სტუმართა „სამქულიანების მანქანა“ და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი, თანაც ზედიზედ მეხუთე თამაში მოაგებინა. კარიმ, რომელსაც ნახევარ თვეში 37 წელი შეუსრულდება, 34 წუთში 56 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან ცხრამეტიდან თორმეტი სამქულიანი, ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოები ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა.

ბუნებრივია, თამაშის დასრულების შემდეგ კარის მისამართით თანაგუნდელებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს - ჯიმი ბატლერმა, რომელიც „უორიორსს“ რამდენიმე კვირის წინ „მაიამი ჰიტიდან“ შეუერთდა, აღნიშნა, რომ სტეფის მხარდამხარ ასპარეზობით ამაყობს, რადგან მისი შესრულებით თითოეული ასეთი პერფომანსი გუნდს დამატებით ძალებს აძლევს.

დრეიმონდ გრინმა კი აღიარა, რომ გუნდს არაფერი გამოსდიოდა, როდესაც კარიმ ყველაფერი თავის თავზე აიღო და გამარჯვება განაპირობა. გრინმა გაიხსენა სტეფთან დაკავშირებული ისტორიაც და დაამატა, რომ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მან უთხრა, რომ „ორლანდოს“ დარბაზი იყო ერთ-ერთი, სადაც თამაში მუდამ ყველაზე კარგად გამოსდიოდა და ეს ყველაფერი ამ მატჩშიც დამტკიცდა.

ცნობისათვის, შედეგიანობის თვალსაზრისით „ორლანდოსთან“ მატჩი სტეფ კარისთვის წლევანდელ სეზონში საუკეთესო იყო, მატჩში მინიმუმ 10 სამქულიანი კი კარიერაში ოცდამეექვსედ ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონჩიჩის პირველ სამმაგი დუბლი ლეიკერსში | ლუკამ ყოფილ გუნდთან გაიბრწყინა
დონჩიჩის პირველ სამმაგი დუბლი ლეიკერსში | ლუკამ ყოფილ გუნდთან გაიბრწყინა