ოლექსანდრ უსიკი, ალექს პერეირა
Aa
Aa

პერეირა უსიკთან ბრძოლაზე - „მზად ვარ, მაგრამ ერთი პირობა მაქვს“

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექს პერეირამ Bloody Elbow-თან ინტერვიუში უკრაინელ მოკრივესთან, სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონთან, ოლექსანდრ უსიკთან პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

ალექს პერეირა:

„ეს იდეა მომწონს. აქამდეც მითქვამს, რომ მინდა, ოდესმე კრივში მოვსინჯო ძალები. ჩემპიონთან ჩხუბი მსურს.

თუ უსიკი ჩემპიონი იქნება, მაშინ ამ ბრძოლას აზრი ექნება, მაგრამ თუ ის ტიტულს დაკარგავს, მაშინ ლოგიკური იქნება, თუ მის მემკვიდრეს შევხვდები“.

ცნობისთვის, ალექს პერეირამ და ოლექსანდრ უსიკმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კრივის წესებით დაპირისპირება აინტერესებს.

აქვე გეტყვით, რომ ალექს პერეირა 9 მარტს, ლას-ვეგასში UFC 313-ზე სატიტულო ჩხუბში რუს, მაგომედ ანკალაევს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება უსიკს, მან ბოლო ჩხუბში ტაისონ ფიური მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ის, WBC-ის, WBO-ს, IBO-სა და Ring-ის საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნარკოდამოკიდებული მშობლები, მშენებლობაზე მუშაობა და დიდებული კარიერა - მაქს ჰოლოუეის გზა
ნარკოდამოკიდებული მშობლები, მშენებლობაზე მუშაობა და დიდებული კარიერა - მაქს ჰოლოუეის გზა