„ილია ბუგიმენია და მეტოქის პოვნა რთულია“ | თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
ილია თოფურიას მწვრთნელი, ხორხე კლიმენტი „ელ მატადორის“ მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლას გამოეხმაურა. კლიმენტმა UFC-ის ოქტაგონზე დაბრუნების იდეალური დრო და მეტოქე დაასახელა, მაგრამ დასძინა, რომ თოფურიასთან ჩხუბი არავის უნდა.
„ჩემი აზრით, 28 ივნისი იდეალური თარიღი იქნებოდა, იდეალური მეტოქე კი ისლამ მახაჩევია, მაგრამ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ყველაფერი UFC-იმ უნდა გადაწყვიტოს. ვეჩხუბებით იმას, ვისაც ორგანიზაცია ჩვენ წინ დააყენებს. ყველამ ვიცით, რომ ილია ბუგიმენია და მისთვის მეტოქის პოვნა ძალიან ძნელია.
ყველაფერი მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ისლამ მახაჩევთან ჩხუბი არის ორთაბრძოლა, რომელიც უნდა ჩაინიშნოს. ყველას სურვილი ესაა. გვინდა, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ვიჩხუბოთ და ვნახოთ, რა მოხდება“.
როგორც მოგეხსენებათ, „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და ჯერჯერობით უცნობია, მისი მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უათის თქმით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, „ელ მატადორი“ ოქტაგონზე ვის დაუპირისპირდება.