იოზუა კიმიხი
Aa
Aa

არსენალს კიმიხის ყიდვა სურს - გერმანელს კიდევ 1 კლუბი დაუკავშირდა

„არსენალი“ იოზუა კიმიხის ტრანსფერითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

„ბაიერნის“ 30 წლის ნახევარმცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

ინსაიდერის ინფორმაციით, ლონდონელებმა და კიდევ ერთმა კლუბმა, რომლის სახელი არ ვრცელდება, კიმიხს წერილობითი შეთავაზება უკვე გაუგზავნეს.

როგორც პლეტენბერგი აღნიშნავს, გერმანელმა ფეხბურთელმა კლუბს შეთავაზებების შესახებ უკვე აცნობა. თავის მხრივ, „ბაიერნი“ მზადაა კიმიხს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუგრძელოს.

მიმდინარე სეზონში, იოზუამ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიონის ბრალდებები სასაცილოა, კვარას რეგისტრაცია წესრიგშია“
„ლიონის ბრალდებები სასაცილოა, კვარას რეგისტრაცია წესრიგშია“