ილია თოფურია
Aa
Aa

ნამდვილი ცხოველია, საოცარი დარტყმა აქვს | არგენტინელი მებრძოლი თოფურიაზე

არგენტინელმა მებრძოლმა ესტებან რიბოვიჩმა MARCA-სთან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ელ გრინგო’’ აღნიშნავს, რომ ილიას ძლიერი დარტყმა აქვს და ნამდვილი ცხოველია.

- არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ ერთხელ გვითხარი, რომ გინდოდა „არგენტინის თოფურია'' ყოფილიყავი... დიდი გავლენისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით MMA-ში შენს ქვეყანაში.

- ზუსტად და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რისთვისაც ვმუშაობთ. კარგად ვმუშაობთ, ჩვენი სიტყვების ერთგულნი ვართ და გვჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.

- როგორ ხედავ ილიას მსუბუქ წონით დივიზიონში?

- მას ვხედავ როგორც პატარას (სიმაღლეს გულისხმობს)... მაგრამ მას ძლიერი დარტყმა აქვს, შეუძლია ძლიერი „თრეშ თოქერი’’ იყოს ან შესაძლოა წონის შეცვლამ მის კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილი ცხოველია. დრო იტყვის. ვნახოთ, რა მოხდება.

გასული წლის მაისში MARCA-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში რიბოვიჩმა ილიაზე თქვა: „ილიას სპორტდარბაზში შევხვდი. რამდენიმე კემპში მონაწილეობდა იქ, სადაც მე ვვარჯიშობდი, თუმცა ერთად არ გვივარჯიშია. მქონდა შესაძლებლობა, რომ მისი სპარინგები მენახა''.

როგორც მოგეხსენებათ, ილიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და ჯერჯერობით უცნობია, მისი მომდევნო მეტოქე ვინ იქნება. UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უათის თქმით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, „ელ მატადორი“ ოქტაგონზე ვის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაშისთვის მზადაა | ქლევერლიმ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
თამაშისთვის მზადაა | ქლევერლიმ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა