ჯონ ჯონსი, ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

ნგანუ: ვერ ვიტყოდი, რომ მძიმე წონაში ჯონსი დომინანტია

UFC-ში მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ, რომელიც ამჟამად PFL-ის მებრძოლია, ამ დივიზიონში ამჟამინდელ ჩემპიონ, ჯონ ჯონსზე ილაპარაკა.

ნგანუ მიიჩნევს, რომ „ბოუნსი“ მძიმე წონაში დომინანტად არ გამოიყურება.

„საკმარისი დრო მქონდა, რომ ქვემძიმე დივიზიონში მისი კარიერა შემეფასებინა. ვფიქრობ, რომ ის ქვემძიმე წონაში უდავოდ საუკეთესო იყო, მაგრამ მძიმე წონაში მხოლოდ 2 ბრძოლა ჰქონდა, ჯონსმა 3 რაუნდი ძლივს ჩაატარა“, - თქვა ნგანუმ.

შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.

ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგი სტილი აქვს, იცის ჩხუბი როგორ გაყიდოს“ | რას ამბობს ოლივეირა ილიაზე
„ძალიან კარგი სტილი აქვს, იცის ჩხუბი როგორ გაყიდოს“ | რას ამბობს ოლივეირა ილიაზე